"ჯარიმები 2 500-დან 30 000 ლარამდე გაიზარდა"

2026-01-02 16:05:44

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალა. განსაზღვულია ზონები, სადაც აღნიშნული საქმიანობა სრულად აკრძალულია და ტერიტორიები, სადაც დასაშვებია გარკვეული რეგულაციების დაცვით.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციისგან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობა ნებადართული არაა დედაქალაქის მასშტაბით არსებულ საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში. დასაშვებ ფუნქციურ ზონებში კი (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომლებიც ტერიტორიის მესაკუთრეებმა და მეწარმე სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, რეგულაციას დაქვემდებარებულია 14-ზე მეტი მსხვილი არეალი. აღნიშნულ ლოკაციებზე მესაკუთრეებს თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10 000-მდე მცირე და 1500-ზე მეტი საშუალო მეწარმე ჰყავთ დასაქმებული.


„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თითოეულ კანონდარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა 400%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 500-დან 2 500 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა იმ ფიზიკური პირისთვის, რომელიც მარტივად აალებად, ფეთქებად და ამტვერებად მასალებს აკრძალულ ადგილებში განათავსებს.

უფრო კონკრეტულად:

„1. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე, ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან იზრდება 2 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარიდან იზრდება 5000 ლარამდე. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით ნაცვლად 1 000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 3 000 ლარით ნაცვლად 15 000 ლარისა. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით ნაცვლად 1 000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10 000 ლარით ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 10 000 ლარით ნაცვლად 2000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 30 000 ლარის ოდენობით ნაცვლად 6000 ლარისა.

2. ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამიდოდაა განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდებით, ნაცვლად 2000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 5 000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 5000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარის ოდენობით ნაცლად 3 000 ლარისა.

3. ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან იზრდება 2 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისათვის - 1000 ლარიდან იზრდება 5 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით 1 000 ლარის ნაცვლად, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით 2 000 ლარის ნაცვლად.4. ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისას ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდგადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 (მოქმედი - 200) ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 2 500 (მოქმედი 500) ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 5 000 ლარით 1 000 ლარის ნაცვლად. რაც შეეხება ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება-გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა, იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით - ნაცვლად 1000 ლარისა. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯ