2026-01-02 12:35:00
ნიდერლანდებში, ამსტერდამში, ისტორიულ ვონდელკერკის ეკლესიაში ხანძარი, სავარაუდოდ ფეიერვერკის გამო გაჩნდა. ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, ეკლესიაში ხანძარი ხუთშაბათს, დილით ადრე გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობა, რომელიც 1880 წელს აშენდა და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, სავარაუდოდ, ფეიერვერკმა დააზიანა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რამდენად სწრაფად ვრცელდება ცეცხლი შენობაში, მეხანძრეები კი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
ეკლესია ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰოლანდიელმა არქიტექტორმა, პიერ კუიპერსმა დააპროექტა, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იყო რიიკსმუზეუმსა და ამსტერდამის ცენტრალურ სადგურზე. ეკლესია ბოლო დროს კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარების ადგილად გამოიყენებოდა.