ვის და რამდენით გაეზრდება პენსია

2026-01-02 11:35:30

2026 წლის იანვრიდან ქვეყანაში პენსიები იზრდება. აღნიშნულს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესაბამისად, იანვრიდან 70 წლამდე პირთათვის ასაკობრივი პენსია იზრდება 20 ლარით და 370 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის და ზემოთ პენსიონერები კი 45 ლარით მეტს ანუ 495 ლარის ოდენობის პენსიას მიიღებენ.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, იქ მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პირები 444 ლარის პენსიას აიღებენ, ხოლო 70 წლის და მეტის პენსიონერები - 594 ლარს.

გარდა პენსიისა, 2026 წლის იანვრიდან გაიზრდება მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელი - 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელი - 20 ლარით.

ცნობისათვის, ამ დროისთვის საქართველოში 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში ამავე ასაკობრივ ჯგუფის პენსიონერები 420 ლარს იღებენ. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარია.