2026-01-01 23:25:33
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციის თანახმად მსუბუქი ავტომობილი ქვეითს, სულხან-საბას ქუჩაზე დაეჯახა. დაშავებულ კაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.