2025-12-31 20:34:22
რუსთავში ვახუშტის ქუჩისა და თბილისის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა. [video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი "ბეემვეს" მარკისა და ერთი "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, "ბეემვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა ვახუშტის ქუჩაზე, რომელიც თბილისის ქუჩაზე მოძრავ "ოპელი" მარკის დისტრიბუციის ავტომობილს, შემდეგ კი გაჩერებულ "ბეემვეს" მარკის, ჯიპის ტიპის ავტომობილს დაეჯახა.
თავდაპირველად გაჟღერდა რომ მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მოგვიანებით დაადგინა რომ მძღოლი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მან აღიარა რომ თავად მართავდა საჭეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.