როდის ამოქმედდება გადაადგილების რეგულაციები

2025-12-31 17:39:30

შორ მანძილზე მიკროავტობუსების გადაადგილების შეზღუდვა 2 წლით გადავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო მაცნე აქვეყნებს.

განცხადების თანახმად გადაადგილების რეგულაციები ამოქმედდება 2027 წლიდან. 

  • თბილისი-ბათუმის ხაზი: აქ მომუშავე მიკროავტობუსებისთვის წესები ძალაში შედის 2027 წლის 1 ივნისიდან.
  • სხვა ყველა ქალაქთაშორისო ხაზი: ყველა სხვა მიმართულებაზე (მაგ. თბილისი-ქუთაისი, ზუგდიდი-თბილისი და ა.შ.) რეგულაცია ამოქმედდება 2027 წლის 1 დეკემბრიდან. მანამდე მათზე ეს შეზღუდვები არ გავრცელდება.

შეგახსენებთ რომ, პირველად ეს რეგლამენტი 2024 წელს დამტკიცდა, რაც გულისხმობდა 2025 წლის 1 ივნისიდან შეზღუდვის ამოქმედებას. 2025 წლის 30 მაისის დადგენილებით შეზღუდვა გადავადდა 2026 წლის 1 იანვრამდე, დღესდღეობით კი კანონი გადავადდა 2027 წლის 1 ივნისამდე.