გაიზრდება თუ არა ელექტრო ენერგიის ტარიფი

2025-12-30 13:04:17

ელექტრო ენერგიის ტარიფების გაზრდა გადავადდა 3 თვით. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ.
კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა), ასევე არასაყოფაცხვრებო (კომერციული სექტორი, ბიზნესი) მიმართულებით.

სემეკის გადაწყვეტილებით, გადავადდა ელექტრო ენერგიის ტარიფების გაზრდა. გაზმომარაგების ტარიფები უცვლელი რჩება 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

ამის შესახებ სემეკი განცხადებას აქვეყნებს. 
"კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა), ასევე არასაყოფაცხვრებო (კომერციული სექტორი, ბიზნესი) მიმართულებით. ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით."- წერია განცხადებაში.