რა შემთხვევაში დაჯარიმდებით 2 000 ლარით

2025-12-20 14:22:53

კანონში "საგზაო მოძრაობის შესახებ" ცვლილება შედის.

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.
ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ასევე ციმციმა სიგნალის კონფესკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით.

დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფესკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.