2025-12-08 18:16:16
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ახალი სავაჭრო ცენტრი 23 დეკემბერს გაიხსნება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დეველოპერულ კომპანია "რუსთაველში" განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, "რუსთაველი მოლში" პირველ ეტაპზე 5 მაღაზია იქნება წარმოდგენილი: მადამ კოკო, მინისო, სილვერ სთორი, ალკორიუმი და კონტაქტი.
იანვრიდან კი ამ ჩამონათვალს დაემატება: ბიბლუსი პეპელასთან ერთად, ტანსაცმლის ბრენდი სინსეი, კაფე Darling, ლუმიერსი, თოლია და სწრაფი კვების ობიექტი CTR Chicken-ი.
როგორც კომპანიაში გვითხრეს, მოლის ოფიციალური გახსნა თებერვალში იგეგმება.