2025-12-03 11:40:04
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნოემბრის თვეში რუსთავში 7 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 34 ობიექტში ჩატარდა, ნიმუში აიღეს 20 ობიექტიდან, დოკუმენტურად 21, გადაამოწმეს 21.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სანქცია ერთს რეგისტრაციის არ ქონის გამო დაუწერეს, ორს ეტიკეტის არ ქონისთვის, 2-ს ვადაგასული პროდუქტის რეალიზებისთვის, ერთს მითითების შეუსრულებლობისთვის, ერთს კი კრიტიკული შეუსაბამობისთვის.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 60 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 69-დან, 66 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 82, დააჯარიმეს 19.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.