2024-12-01 21:18:56
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საწარმო "ჯეო სთილში" გამოძიების მიზნით მივიდა.
მოქალქეებს ჰქონდათ ეჭვი რომ ძველ რუსთავში არსებული, სუნი საწარმო "ჯეო სთილი"-დან მოდიოდა. არსებული ეჭვით საწარმოში მიმდინარეობდა უკანონო ჯართისა და რკინის ჭრა, და სწორედ ამ მიზეზის გამო გავრცელდა ძველ რუსთავში უსიამოვნო სუნი.
"იმის მიუხედავად რომ რუსთავის მერიის პირდაპირი კომპეტენცია არ არის, ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, რა თქმა უნდა რუსთაველების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე მთავარია რაც კი შემიძლია გავაკეთო"
"შევეცდებით რომ სამსახურებთან ერთად და სამინისტროსთან ერთად მკაცრი მიდგომები გვქონდეს და კიდევ უფრო მეტად დავიცვათ რუსთაველების ინტერესები"- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
საწარმოს დაცვის თანამშრომელმა კატეგორიული უარი განაცხადა მერის, მისი თანამშრომლების, გარემოს დაცვის დეპარტამენტისა და ჟურნალისტის შეშვებაზე რადგან საწარმოს ტერიტორია კერძოა.
დაცვის თანამშრომლებმა მხოლოდ მერი და მისი მოადგილეები შეუშვეს ტერიტორიაზე.
"არ შევედით იმაზე მეტად ვიდრე საჭიროა, სანამ კამერები არ იქნება და ხალხიც არ ნახავს იმას რა ხდება არაფერი დასამალი არ არის, თუ დასამალი არ არის მაშინ ერთად უნდა ვიყოთ. უკვე გათიშულზე, ჩამქრალზე და აშ. ძალიან ძნელია რამე დავამტკიცო რა და როგორ არის"- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
არაერთი ლოკაციის ინპექციის შემდეგ დაჯარიმებულია რამდენიმე ფიზიკური პირი. ჯერ-ჯერობით სუნის კერა არ არის აღმოჩენილი.