2025-11-27 11:25:44
მილანში ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ბრალად ედება 1 500 ევროს ღირებულების პარფიუმერიისა და 200 ევროს ღირებულების ალკოჰოლური სასმელების ქურდობა.
იტალიური მედია წერს, რომ ქართველების მანქანა კარაბინელებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს, მათ ავტომობილში კი მოპარული პროდუქცია ამოჩნდა.
პოლიციამ მოპარული ნივთები მაღაზიას დაუბრუნა, ქართველები კი დააკავა.