რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დაამონტაჟეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟება მას შემდეგ განცორციელდა რაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინციდენტო მოხდა. შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, გადასასვლელზე მსუბუქმა ავტომობილმა გზა არ დაუთმო ქვეითს.
ჩვენს მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი ან შუქნიშნის ან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟს ითხოვდა.