2024-2025 სასწავლო წელი რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებში ოქროსა და ვერცხლის მედალზე 163-მა მოსწავლემ დაასრულა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გამოაქვეყნაიმ იმ კურსდამთავრებულების სიაც, რომლებმაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დასრულება წარჩინებით შეძლეს.
სტატიაში თქვენ მოსწავლეების სახელებისა და გვარების გარდა, ნახავდით იმასაც, თუ რუსთავის რომელ სკოლას რამდენი მედალოსანი ჰყავდა წელს.
2024-2025 სასწავლო წელს, 18 წარჩინებული მოსწავლით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №24 ქართული გიმნაზია ლიდერობს.
გთავაზობთ TOP 7 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ჩამონათვალს:
1. ქალაქ რუსთავის №24 საჯარო სკოლა - 18 მოსწავლე;
2. ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა - 17 მოსწავლე;
3. ქალაქ რუსთავის №22 და №23 საჯარო სკოლები - 11-11 მოსწავლე;
4. ქალაქ რუსთავის №10 საჯარო სკოლა - 10 მოსწავლე;
5. ქალაქ რუსთავის №11 და №12 საჯარო სკოლები - 8-8 მოსწავლე მოსწავლე;