ძველ რუსთავში აბონენტებს დენი არ მიეწოდება

2024-06-24 23:16:02

ძველ რუსთავში აბონენტებს ელ. ენერგია არ მიეწოდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, დაზიანება ფიქსირდება, რის აღმოსაფხვრელადაც უკვე მუშაობენ.

კომპანიაში ჯერ-ჯერობით ვერ გვეუბნებიან როდის აღუდგება აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება.