რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე აფთიაქი გაქურდეს

2025-06-06 19:55:36

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ერთ-ერთი აფთიაქი გაქურდეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აფთიაქიდან წაღებულია 500 ლარის ოდენობის კოსმეტიკური საშუალებები. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

რუსთავის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 45 წლამდე მამაკაცი.