ჯარიმა რუსთავის ავტობუსებში ძაღლის ალიკაპის გარეშე აყვანისთვის

2025-05-19 12:59:53

რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსში ძაღლის აყვანისთვის სპეციალური წესი არსებობს.

ხშირად ამ წესების დარღვევით ტრანსპორტში ძაღლის აყვანა მგზავრებს შორის კონფლიქტის მიზეზიც გამხდარა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განუცხადეს, ავტობუსებსში მცირე ზომის ძაღლები პატრონებს ხელში აყვანილი უნდა ჰყავდეთ, ხოლო დიდი ზომის ძაღლების აყვანა ალიკაპის გარეშე დაუშვებელია.

ალიკაპის გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ძაღლის აყვანა გამოიწვევს მეპატრონის 20 ლარით დაჯარიმება.