რუსთაველი მოკრივე, ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში შემდეგ ბრძოლას 19 ივლის ლონდონში გამართავს.
გურული გახსნის პრესტიჟულ ივენთს, სადაც მთავარი ბრძოლა ოლექსანდრ უსიკსა და დენიელ დიუბუას შორის გაიმართა და გაირკვევა, ვინ იქნება აბსოლუტური წონის მსოფლიო ჩემპიონი.
ივენთი "უემბლის" სტადიონზე გაიმართება, სადაც სულ მცირე 90 000 ადამიანს იტევს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნება ლაშა გურულის მეტოქე.