მტკვარში მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი იპოვეს

2025-05-15 11:06:01

ორი დღის წინ მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების სამაშველო ოპერაციების დროს მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედრები იპოვეს.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და  ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოჯახის ცნობით, ქალის ცხედარი 44 დღის წინ გაუჩინარებული აითაჯ მამედოვას ეკუთნის.

ნაპოვნი ცხედრები გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

მაშველებმა ასევე იპოვეს 14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის სამი მგზავრიდან ორის ცხედარი, მესამის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.