როგორია რუსთავში ავარიის დროს დაშავებული ქალისა და მამაკაცის მდგომარეობა

2025-05-10 16:51:46

რუსთავში, შარტავას გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალისა და მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, მათ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმე ტრავმები არ მიუღიათ.

"ორივე სხვადასხვა ავტომობილის მძღოლი გახლდათ. მამაკაცმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე. ზედაპირული ტრავმები და ტვინის შერყევა ჰქონდა ორივეს. მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ", - აცხადებს სამედიცინო დაწესებულების მორიგე ექიმი.

შეგახსენებთ, ავარია შარტავას გამზირზე 8 მაისს მოხდა. ერთმანეთს "ლექსუსისა" და "ჰიუნდაის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.