ავტომობილი რკინის ჯების შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა 2 ადამიანი

2025-04-15 17:34:33

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.