იტალიაში 31 წლის ქართველი დააკავეს

2025-04-13 15:05:05

იტალიაში 31 წლის ქართველი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილორბივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველს ბრალად ბინის ქურდობა ედება. მამაკაცი სამართალდამცავებმა მაში დააკავეს, როდესაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა.

დაკავების შემდეგ ჩატარებული ჩხრეკისას ქართველს ბინიდან მოპარული თანხა და ძვირფასი სამკაულები აღმოუჩინეს, რომელიც შემდგომ მეპატრონეს დაუბრუნეს.

ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც ქართველი ბინებში შეღწევას ახერხებდა.