გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 მარტს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდებათ აბონენტებს რუსთავში, თბილისის, ფალიაშვილის, მაჩაბელის, მეგობრობის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის ქუჩებზე. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე - აბონენტებს 21-ე მიკრორაიონში და მე-20 მიკროს მიმდებარე ტერიტორიაზე. 15:00 საათიდან 17:00 საათამდე - აბონენტებს შარტავას, ტაშკენტის, ლეონიძის ქუჩებზე, მე-7, მე-7ა, მე-14 და მე-15 მიკრორაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.