ხანძარი რუსთავში

2025-02-25 16:56:42

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ სასადილოში გაჩნდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. შენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება.

ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა.