როგორია რუსთავში ავარიის დროს დაშავებული 3 ადამიანი მდგომარეობა

2025-02-25 14:32:24

რუსთავში შარტავას გამზირზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 3 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილიდან შეყვანილი სამი პაციენტიდან ერთი უკვე გაეწერა, მეორე პაციენტის მდგომარეობა, 30 წლამდე კაცის, საშუალო სიმძიმისაა და კლინიკაში რჩება, ხოლო მესამე პაციენტის, შუა ხნის კაცის, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

მას ჩაუტარდა ოპერაცია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რუსთავში, შარტავას გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები