ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით კოსტავას გამზირზე "ბეემვეს" მარკის ავტომობილის მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ავარდა და ტროტუარის დამცავი რკინის მცირე ზომის ბოძები მოგლიჯა.
"ბეემვეს" მარკის ავტომობილის მძღოლი აცხადებს რომ მას პირდაპირ მოძრაობა გზაჯვარედინზე მოძრავმა "ტოიოტას" მარკის ავტომობილმა შეუზღუდა, რის შემდეგაც იძულებული გახდა რომ აეცილებინა მისთვის, მარჯვენა მხარე დაიკავა და ბორდიურზე ავარდა. "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლის თქმით მან მცირე დაბრკოლება შეუქმნა "ბეემვეს" მარკის ავტომობილს, თუმცა გზა არ გადაუჭრა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. პოლიციამ ორივე მძღოლი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.