ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა

2026-03-06 16:44:48

ქარელში, სოფელ ბებნისის ტერიტორიაზე, მოტოციკლით ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით მოტოციკლს მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს " შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის ნეექვსე ნაწილით არის დაწყებული. რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან  სხვა  მექანიკური 
ტრანსპორტის  მოძრაობის უსაფრთხოების  ან  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.