ქვემო ქართლის მასშტაბით მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდის ორივე ეტაპის ჩაბარება მხოლოდ რუსთავშია შესაძლებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრში გამოცდების ჩაბარება და მართვის მოწმობის აღება 3302-მა ადამიანმა შეძლო.
I კვარტალი - 716
II კვარტალი - 795
III კვარტალი - 969
IV კვარტალი - 822
იმ ადამიანებს შორის, ვინც გასულ წელს წარმატებით ჩააბარეს მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდის ორივე ნაწილი, 922 არასრულწლოვანია, ანუ 16 და 17 წლის პირი.
აღსანიშნავია, რომ რუსთავში გამოცდის ჩასაბარებლად არამხოლოდ ქვემო ქართლიდან, არამედ სხვა რეგიონებიდანაც ჩამოდიან.