ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2025-02-10 12:40:06

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, შარტავას გამზირზე [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ერთმანეთს 4 ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ შარტავას წრესთან მოძრავ მანქანას, შემდეგ კი მარკეტის წინ გაჩერებულ ორ ავტომობილს დაეჯახა, ბოლოს კი ბორდიურზე ავარდა და ტროტუარზე გაჩერდა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.