ქვემოქართლში, სოფელ თელეთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდის" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ამობრუნდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.