უკვე რამდენიმე წელია, თბილისი-გარდაბნის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა მუშაობა განაახლა.
აღნიშნული მარშრუტის შესრულების დროს მატარებელს მგზავრები რუსთავიდანაც აჰყავს.
რეისი ყოველდღიურად, დღეში 2-ჯერ სრულდება.
როგორც "ინფო რუსთავს" საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მატარებელი თბილისიდან ყოველდღიურად 07:10 საათზე გადის და 08:00-ზე რუსთავის რკინიგზის სადგურზეა, ხოლო გარდაბნიდან უკან 08:25 საათზე გამოდის და რუსთავში 08:37-საათზეა.
რაც შეეხება საღამოს რეისს, 19:00-ზე თბილისიდან გამოსვლის შემდეგ, მატარებელი რუსთავის სადგურში 19:52-ზე ჩერდება, ხოლო გარდაბნიდან უკან 20:20-ზე გამოდის და 20:32-ზე რუსთავშია.
მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.