როგორი ამინდია მოსალოდნელი

2025-01-11 10:56:11

11  იანვარს, შაბათს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი   10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +14, +19°; მთაში დღისით +11, +16°; მაღალმთაში დღისით +6, +11°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +9, +14°; მთაში დღისით +6, +11°; მაღალმთაში დღისით -1, +4°.°ზოგან +10° -მდე.  

დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +13°.