გვიან ღამით XVI მიკრო რაიონში კომპანია "ენერგო პრო"-ს ოფისი გაქურდეს. დამნაშავეებმა ოფისში მინის ჩამტვრევის შემდეგ შეაღწიეს, წაღებულია სეიფი, კომპიუტერი და პრინტერი. გაქურდული ოფისი დამლაგებელმა აღმოაჩინა და პატრულს შეატყობინა. როგორც ჩვენთან საუბარში კომპანიის თანამშრომელი აცხადებს სეიფში მხოლოდ დოკუმენტები იყო და ფული არ ინახებოდა. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ. ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში განაცხადეს რომ - "გამოძიება 177 მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები".