უბედურ შემთხვევას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

2024-11-12 12:46:54

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში უბედურ შემთხვევას 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში არსებული თაღი ჩამოინგრა, მცირეწლოვანს აგური დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.