შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის N2 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
შესაბამისი ელექტრონული ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ტენდერში ერთობლივადაა გამოცხადებული შესყიდვა რუსთავის N2 საჯარო სკოლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.
სატენდერო დოკუმეტაციის მიხედვით, სამუშაოების პირველადი ღირებულება 10 649 653 ლარია.
წინადადებების მიღება ნოემბრის თვეში სრულდება და რეაბილიტაციის პროცესის დასრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 390 კალენდარული დღეა განსაზღვრული.