ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა კაცმა სექსუალურად იძალადა.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, არასრულწლოვანი გოგო შეზღუდული შესაძლებლობისაა და მასზე ზრდასრულმა კაცმა არაერთხელ იძალადა.
თურქული მედია წერს, რომ მეზობელი კაცი ქართველების ოჯახში ელექტრობის შესაკეთებლად შევიდა. კაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი თავის სამუშაო სივრცეში წაიყვანა და იძალადა.
მას შემდეგ, რაც ამის შესახებ გოგოს ოჯახმა გაიგო, კაცს უჩივლეს და სამართალდამცავებმა დააკავეს.