2024-09-30 10:52:32
რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
მომხდარის გამო, საავტომობილო გზაზე საცობია შექმნილი.