ვინ იმღერებს რუსთავქალაქობაზე

2024-09-19 11:42:23

წელს რუსთავქალაქობა 21 სექტემბერს ჩატარდება.

რუსთავის მერიამ მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობებისა და კონცერტის სია გაავრცელა.

ბავშვთა გასართობი და სპორტული აქტივობები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ლოკაცია რუსთავის ცენტრალური პარკი:

სპორტული აქტივობები

ანიმატორები და ზღაპრის გმირები

ილუზიონისტებისა და საპნის ბუშტების შოუ

ასფალტზე ცარცით ხატვა

ანიმაციების ჩვენება - ამფითეატრი

საბავშვო მუსიკალური წარმოდგენა

სამრეწველო და კულინარიული ფესტივალი, ლოკაცია რუსთავის იპოდრომი 10:00 საათიდან 00:00 საათამდე:

რუსთაველი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
კვების ობიექტების კულინარიული კუთხე

გალა კონცერტი, ლოკაცია პირამიდის მიმდებარედ, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე:

დაჯილდოების ცერემონია, ნიკოლოზ წულუკიძე
სიმფონიური ორკესტი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით

რუსთავზე სიმღერების პრემიერა - ნეკა სებისკვერაძე, ჯგუფი რეზო და ბავშვები, ჟგუფი Reggaeon და Nias studio
საღამოს დაასრულებს - ჟგუფი Reggaeon