გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, პროექტის „სიმართლის ადვოკატირება: ახალგაზრდული ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული მდგრადობისთვის“ ფარგლებში, ვორქშოფი ჩატარდა.
ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ციფრული და მედიაწიგნიერების საკითხებზე, ასევე კიბერჰიგიენის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ორგანიზება, გარდაბნის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით, სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრმა გაუწია.
პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.