პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერები, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რექვიაშვილი რუსთავში ელექტორატს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც კაფე ასკილის სხვენში გაიმართა, "გირჩის" ლიდერებმა საარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს.
ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, რუსთავი არის ქალაქი, სადაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალ მხარდაჭერას ელოდებიან.
"ჩვენ სულ გახსნილები ვართ, ყველანაირი ფორმით ვცდილობთ, რომ ადამიანებთან მაქსიმალურად ეფექტურად ვიურთიერთოთ. იმის გამო, რომ რუსთავი თბილისთან ახლოსაა, ფაქტობრივად თითქმის არ განსხვავდება ჩვენი მხარდამჭერების წონა თბილისის რაიონებსა და რუსთავში. აქედან გამომდინარე, ალბათ ყველაზე კარგ შედეგს რუსთავში ველოდებით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ძალიან ბევრი რუსთაველი მხარდამჭერი და აქტიური წევრი გვყავს. მაგალითად ილია, რომელიც ჩვენი სათათბიროს წევრია. სათათბიროში რამდენიმე რუსთაველია. ჩვენს პრაიმერსზე 25-მდე მონაწილეა და ილიასაც ვთხოვდი, რომ მონაწილეობა მიიღოს.
ძალიან გვიხარია, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან ჩვენს სიაში და არა ცნობადი სახეები კი არა. არამედ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ გირჩს და მათ გამო არსებობს გირჩი",- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.