რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე საავტომობილო შეფერხებაა.
ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან თბილისის ქუჩიდან, ქალაქის ძველი შემოსასვლელიდან, მომსახურების სააგენტოს ასახვევამდე.
ავტომობილთა მოძრაობის მოსაწესრიგებლად ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
შეფერხების მიზეზი გზაზე მიმდინარე სამუშაოებია.