რუსთავისთვის 70 ავტობუსის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

2024-08-25 14:58:09

რუსთავისთვის 70 ერთეული ავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანია "ოტოკარმა" გაიმარჯვა.

ახლა რუსთავის მუნიციპალიტეტსა და თურქულლ კომპანიას შორის  ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

ტენდერში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო.

სატენდერო პირობების თანახმად სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 180 დღის განმავლობაში. პირველი 20 ერთეული ავტობუსი კომპანიამ ქალაქს ხელშეკრულების დადებიდან 45 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

ასევე M3 კატეგორიის ავტობუსები უნდა იყოს: I კლასი, არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 6 000 კმ, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით, სიგრძე არანაკლებ 6500 მმ - არაუმეტეს 8000 მმ, სიგანე არანაკლებ 2100 მმ - არაუმეტეს 2500 მმ.

შეგახსენებთ, რომ ახალი ავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას უზრუნველყოფს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები