ავარიის შედეგად მოპედზე მსხდომი 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა

2024-08-23 18:55:31

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი დაშავებული ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე კლინიკაში შეყვანისას.

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. დაღუპულია მოპედზე მსხდომი ახალგაზრდები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.