ბათუმში ტურისტზე სექსუალურად იძალადეს.
ადგილობრივი მედიის, "აჭარა თაიმისის" ცნობით, ბრალდებული ბოტანკური ბაღის თანამშრომელია, რომელმაც უცხოელი ქალი ტურისტი გააუპატიურა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.