TOP 10 პროფესია ექვსნიშნა ანაზღაურებით

2024-08-19 13:34:01

Forbes-მა გამოაქვეყნა იმ პროფესიების ათეული, რომლებიც მიმდენარე წელს დასაქმებულთათვის ექვსნიშნა ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. რეიტინგი შეირჩა აშშ-ის ბაზრის კვლევის მაგალითზე და მოიცავს ექვსნიშნა ხელფასის მქონე რამდენიმე სექტორს, მათ შორის ტექნოლოგიებს, ჯანდაცვას, ფინანსებს და სამართალს.

როგორც Forbes-ის ამერიკული ბიურო წერს, რეიტინგში მოცემული ინდუსტრიები მაღალ ხელფასებთან ერთად, უზრუნველყოფენ სტაბილურობას და გრძელვადიან კარიერულ განვითარებას.

ცნობისთვის, Forbes-ის რეიტინგი დამყარებულია სამუშაოს ძიების პლატფორმა Indeed-ის მონაცემებზე. რეიტინგში წარმოდგენილია საშუალო საბაზრო წლიური ხელფასი, რომელიც ეფუძნება კომპეტენციასა და გამოცდილებას. უფრო კონკრეტულად, Forbes-ის მონაცემებით, TOP 10 ექვსნიშნა ანაზღაურების მქონე პროფესია ასე გამოყურება:

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი - ხელფასი: 105 331 დოლარი;
ფინანსური მენეჯერი - ხელფასი: 110 643 დოლარი;
ავიაკომპანიის პილოტი - ხელფასი: 110 816 დოლარი;
მონაცემთა ანალიტიკოსი - ხელფასი: 123 039 დოლარი;
პრაქტიკოსი მედდა - ხელფასი: 126 451 დოლარი;
ბაზრის კვლევის ანალიტიკოსი - ხელფასი: 154 328 დოლარი;
მთავარი იურიდიული მრჩეველი - ხელფასი: 158 564 დოლარი;
ექიმი - ხელფასი: 194 306 დოლარი;
ქირურგი - ხელფასი: 285 665 დოლარი;
ანესთეზიოლოგი - ხელფასი: 354 537 დოლარი.

 

წყარო: ბიზნესპრესნიუსი