იტალიაში ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 36 წლის კაცმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3400 ევროს ღირებულების კოსმეტიკა მოიპარა. ქართველი მაღაზიის დაცვამ გააჩერა და ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა.
სამართალდამცავებმა კაცი დააკავეს და მოპარული კოსმეტიკა მაღაზიას დაუბრუნეს.