ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე ერტ-ერთ რესტორანთან სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 25 წლამდე ორი კაცი და ერთი გოგო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
236 -ე მუხლი - ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.