ტაქსისა და მიკროავტობუსის მძღოლებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

2024-08-05 10:50:06

ქობულეთში მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, სასიკვრილო ჭრილობები მიკროავტობუსის მძღოლს ტაქსის მძღოლმა მიაყენა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.