კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ადგილობრივების თქმით, პანკისიდან ახმეტის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
22 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანაში მყოფი ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.