გერმანიაში 39 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, გერმანიაში იტალიიდან ცდილობდა შესვლას.
ახალგაზრდა კაცი რამდენიმე დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის ქურდობა იარაღის გამოყენებით, ჯგუფური ქურდობა და ძარცვა.
კაცი მესაზღვრეებმა ადგილზევე დააკავეს.